თუ ბაღში მუშაობა და მცენარეებზე ზრუნვა გიყვართ დღეს ეს სტატია უნდა წაიკითხოთ.
ბაღში ფუსფუსი ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი მშვენიერი მეთოდია. შეიძლება ვერც კი ამჩნევთ, თუმცა მებაღეობისას სპონტანურად ასრულებთ სხვადასხვა ვარჯიშს, შედეგად იმკვრივებთ კუნთს, წვავთ კალორიას, იუმჯობესებთ წონასწორობის დაცვის უნარსა და ფიზიკურ ამტანობას.
ბუნებაში დროის გატარება სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის - ბაღის ფერადი ყვავილების ფონზე განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და სტრესის დონეც შემცირდება.
ცნობილია, რომ ადამიანები ბუნებაში ყოფნისას გაცილებით ღრმად სუნთქავენ, ანუ იწმინდება ფილტვი, ძლიერდება იმუნიტეტი და საჭმლის მონელების პროცესიც უკეთესია - რაც მთავარია სისხლი ჟანგბადით მარაგდება. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მზის სხივები ჯანმრთელობისთვის აუცილებელი D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა?
ვისაც ბაღი აქვს დაგვეთანხმება, რომ ეს სივრცე ახლობლების, ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების საყვარელი თავშეყრის ადგილია - პოზიტიური სოციალური ურთიერთობები კი ყველასთვის აუცილებელია.
წყარო:
