რა არის ემპიემა?
ემპიემა მდგომარეობაა, რომლის გამოც პლევრის ღრუში ჩირქი გროვდება.
ემპიემა დიაგნოსტირდება ფილტვის მოსმენითა და კომპიუტერული კვლევით, სისხლის ანალიზით. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში იკურნება ანტიბიოტიკოთერაპიით, თუმცა ზოგჯერ საჭიროა ჩირქის დრენირება.
ემპიემასგან არავინაა დაზღვეული, თუმცა რისკ-ფაქტორებია:
- ფილტვის ანთება;
- ხართ 70 წელს გადაცილებული;
- ჩაგიტარდათ ქირურგიული ოპერაცია გულმკერდში;
- დიაბეტი;
- თრომბი;
- ბრონქოექტაზია;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
ემპიემას სიმპტომები არასპეციფიკურია და შესაძლოა ვლინდებოდეს შემდეგი ნიშნებით:
- ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში;
- სიცხე;
- სუნთქვის გაძნელება;
- ხველა;
- ძლიერი დაღლილობა;
- უმიზეზო, აუხსნელი წონის კლება.
როგორც წესი, ემპიემა ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექცია ფილტვიდან პლევრის ღრუში ვრცელდება.
ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი პნევმონიაა. სხვა მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ტუბერკულოზი;
- ფილტვის აბსცესი;
- გულმკერდზე ჩატარებული ოპერაცია;
- ტრავმა ან დაზიანება გულმკერდის არეში.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ემპიემა ყალიბდება ფილტვში ბაქტერიის შეჭრიდან 4-6 კვირაში.
უშუალოდ ემპიემა არ არის გადამდები, თუმცა ინფექცია, რომელიც მას იწვევს, გადამდებია (განსაკუთრებით ფილტვის ანთება და ტუბერკულოზი).
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24269-empyema
