კონსერვატიული თერაპია

კონსერვატიული თერაპია

რა არის კონსერვატიული თერაპია?

კონსერვატიული თერაპია არაქირურგიული, არაინვაზიური მეთოდია, რომლის მთავარი მიზანიც ტკივილის შემსუბუქება და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ამ ტიპის მკურნალობის დროს გამოიყენება:

  • მედიკამენტები;
  • ინექციები;
  • ფიზიოთერაპია.

უმეტესი ტკივილის მართვა ნამდვილად შესაძლებელია კონსერვატიული მიდგომით.

კონსერვატიული თერაპია ეფექტურია ხერხემლის, წელის, კისრის ტკივილის დროს.

ტკივილის ადრეულ სტადიაზე დანიშნული ფიზიოთერაპია პაციენტების ზოგად მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს - რაც მთავარია ფიზიკური თერაპიის ფონზე გაცილებით მოკლე დროში უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ფიზიოთერაპია ტკივილის პროგრესირებას ანელებს. ფიზიოთერაპია არაინვაზიური მკურნალობის მეთოდია სახსრის, კუნთისა და სპინალური ტკივილის დროს.

მკურნალობის დაწყებამდე თერაპევტი შეისწავლის პაციენტის ანამნეზს, კერძოდ:

  • გადატანილ ტრავმას;
  • ყოველდღიური ცხოვრების რიტმს;
  • კვების რაციონს;
  • ძილის პოზას;
  • რამდენად ხდება ორგანიზმის წყლით მომარაგება;
  • რა დროს ატარებს პაციენტი უმოძრაოდ, მჯდომარე პოზაში;
  • ოჯახურ სამედიცინო ისტორიას;
  • რა ტიპის აქტივობას ეწევით ყოველდღიურად.

კონსერვატიული ფიზიოთერაპიის დანიშნულებაა სისტემური ცვლილებები მოხდეს ორგანიზმში, მეტად სტაბილური გახდეს სახსარი, კუნთი გამკვრივდეს, პაციენტმა დისკომფორტის გარეშე შეძლოს გადაადგილება თუ ფიზიკური აქტივობის შესრულება.

 

 

წყარო:   

https://www.advancedcarephysicaltherapy.com/blog/what-is-conservative-therapy/