რა არის ბარძაყის დისპლაზია?
ბარძაყის დისპლაზია გავრცელებული ჩივილია, რომელიც ბავშვის ბარძაყის სახსრებზე ახდენს გავლენას.
როდესაც დიაგნოსტირება და მკურნალობა ხდება 6 თვემდე ასაკის ჩვილებში გართულების რისკი თუ მდგომარეობით მიმდინარე ხანგრძლივი ეფექტი მინიმუმამდე მცირდება. ბარძაყის დისპლაზია შესაძლოა გამოუვლინდეს შედარებით დიდი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებსაც, თუმცა ამ ასაკობრივ კატეგორიაში აღნიშნული დიაგნოზი ნაკლებადაა გავრცელებული.
ბარძაყის დისპლაზია ნიშნავს იმას, რომ ბარძაყის სახსარში ძვალი სათანადოდ, სწორად არ ჩაჯდა. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია სახსრის კომპონენტების განუვითარებლობაა - შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია.
სტატისტიკურად, აშშ-ში ყოველწლიურად ყოველ 1000 ბავშვიდან ერთს ბარძაყის დისპლაზია აქვს.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ბარძაყის ტკივილი;
- შეგრძნება თითქოს ბარძაყი მტკიცე არ იყოს;
- კოჭლობა სიარულის დროს;
- ფეხები სხვადასხვა სიგრძისაა.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ბარძაყის დისპლაზია თანდაყოლილია, ანუ ჩვილს უკვე აქვს დაბადებისას - შესაძლოა ჩამოყალიბდეს ორსულობაში ან ზოგჯერ გენეტიკურია.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია. დანერგილია შემდეგი მეთოდები:
- სპეციალური კორსეტი;
- ფიზიოთერაპია;
- ინიშნება ოპერაცია თუ კორექსიისთვის განკუთვნილი სხვა მეთოდები შედეგს არ გამოიღებს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17903-hip-dysplasia
