მონო დიეტა - დიეტა წონის სწრაფად დასაკლებად

მონო დიეტა - დიეტა წონის სწრაფად დასაკლებად

რა არის მონო დიეტა?

მონო დიეტა კვების სქემაა, რომლის დროსაც ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში და დღეში რამდენჯერმე მხოლოდ 1 ტიპის საკვებს მიირთმევს.მონო დიეტაში შეგიძლიათ ჩართოთ ნებისმიერი პროდუქტი (ხორცი, ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები), თუმცა დღის განმავლობაში მხოლოდ ეს საკვები უნდა მიირთვათ. 

ყველაზე პოპულარულია: 

• კარტოფილი; 
• ვაშლი; 
• კვერცხი; 
• რძე; 
• ბანანი; 
• მსხალი; 
• შოკოლადი; 
• გრეიფრუტი; 
• საზამთრო.

თავისთავად, მონო დიეტა ერთგვარი დეტოქს მეთოდია და დაუშვებელია ხანგრძლივი დროით მისი დაცვა, რადგან ორგანიზმი გამოიფიტება, დააკლდება მკვებავი ნივთიერებები და ვიტამინები. 

მკაცრი დიეტისას მნიშვნელოვნად იზრდება მეტაბოლიზმის შენელებისა და კუნთის მასის განლევის რისკი. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ კალორიების დიდი დოზით შეზღუდვისას ძვლის განლევაა მოსალოდნელი უარყოფითი შედეგი ფიქსირდება ქალებში ნაყოფიერებაზე. 

ვინც მონო დიეტა დაიცვა აცხადებს, რომ რამდენიმე კილო დაიკლო, თუმცა ამ საკითხზე რამე ტიპის სერიოზული სამეცნიერო ნაშრომი არ მოიპოვება. 

ამასთან, წარმოუდგენელია 2 თუ 3 დღეზე მეტხანს მხოლოდ ერთი პროდუქტი მიირთვათ, მაგალითად, ვერაფრით შეძლებთ მთელი ცხოვრება მხოლოდ კიტრი ან კვერცხი ჭამოთ. საბოლოოდ მივდივართ ერთ ჭეშმარიტებამდე - წონის დაკლება თუ შენარჩუნება უნდა მოხდეს კვების სწორი და ჯანსაღი რეჟიმის, ასევე ფიზიკური აქტივობის ფონზე. 

 

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/nutrition/mono-diet-review#method