პორტული ჰიპერტენზია

პორტული ჰიპერტენზია

რა არის პორტული ჰიპერტენზია?

პორტული ჰიპერტენზია არის მომატებული წნევა პორტულ ვენურ სისტემაში. პორტული ვენა მთავარი ვენაა, რომელიც ღვიძლისკენ მიემართება.

პორტული ჰიპერტენზიის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი ღვიძლის ციროზია.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;
  • ასციტი;
  • ენცეფალოპათია, დაბნეულობა;
  • სიყვითლე;
  • კიდურების შეშუპება;
  • ჭიპის გარშემო შესამჩნევია გაგანიერებული ვენები.

დიაგნოსტირების მეთოდებია:

  • კომპიუტერული კვლევები და სისხლის ლაბორატორიული ანალიზი;
  • წნევის გაზომვა;
  • ენდოსკოპიური კვლევა.

საყლაპავის ვარიკოზებიდან სისხლდენის რისკის შესამცირებლად პორტულ ვენაში წნევის დასაქვეითებლად მოწოდებულია მედიკამენტური თერაპია.

თუ სისხლდენა გრძელდება ან მეორდება ინიშნება ქირურგიული მანიპულაცია.

 

წყარო:

https://www.hopkinsmedicine.org/health/conditions-and-diseases/portal-hypertension