გაქვთ თუ არა ცუდი ხასიათი?
შეიძლება ფიქრობდეთ რომ ცხოვრებისეულ დღესასწაულს ასხივებთ, თუმცა რეალურად ის ადამიანი ხართ, რომელსაც ყველა გაურბის. იდეალური არავინაა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს მოჭარბებულად აქვს უარყოფითი თვისებები - სამწუხაროდ, იშვიათად აღიარებენ რთული ხასიათით რომ გამოირჩევიან.
სოციალური ურთიერთობის გაუმჯობესება თუ გსურთ ან ახალი ნაცნობების შეძენას გეგმავთ, აუცილებელია პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე დაფიქრდეთ და ხასიათში ხარვეზები გამოასწოროთ.
თუ ეს ნიშნები გეცნობათ რთული ხასიათი გაქვთ:
• ბოლომდე არავის უსმენთ, თქვენთან საუბარი შეუძლებელია;
• ხშირად გაქვთ კრიტიკული შენიშვნები და დიდად არც თავაზიანობით გამოირჩევით;
• მგონი, პუნქტუალობაზე არაფერი გსმენიათ, რადგან ყველგან აგვიანებთ, ანუ პატივს არ სცემთ სხვის დროს;
• შეცდომას ვინ არ უშვებს, თუმცა თქვენ მობოდიშებაც არ გინდათ;
• ფაქტობრივად, ქრონიკულად ნეგატივით ხართ დატვირთული;
• დიდად არ გხიბლავთ სხვისი წარმატების გაზიარება;
• საკითხის გაანალიზებასაც ვერ ასწრებთ ისე გამოგაქვთ დასკვნა;
• მტკიცედ, უდრეკად მიჰყვებით ცხოვრების რუტინას, სიახლით ტკბობის შეგრძნება დაგავიწყდათ;
• თითქოს თქვენს ორგანიზმში თანაგრძნობის უნარი საერთოდ არ არის.
წყარო: