ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 12 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
მსოფლიოში კორონავირუსით 7 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 136 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 925 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 5 680 ადამიანი და დაიღუპა 107, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 75 346 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 401 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 19 310 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 366 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 808 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 565 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 15 411 და დაიღუპა 474 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 017 და დაიღუპა 12.
წყარო: