ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 9 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 108 918 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 539 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 5 086 ადამიანი და დაიღუპა 116, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 54 864 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 146 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 185 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 311 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 16 801 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 551 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 13 922 და დაიღუპა 406 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 060 და დაიღუპა 9.
წყარო: