კუჭ-ნაწლავის პრობლემებს შორის მუცლის შებერილობა და დაჭიმულობა ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.
გასტროენტეროლოგები ადასტურებენ, რომ პაციენტები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ჩივილით მიმართავენ - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შებერილობა და დაჭიმულობა ერთდროულად აწუხებთ, ხოლო ზოგჯერ ან ეს ერთი ნიშანი უვლინდებათ, ან მხოლოდ მეორე (ანუ ან შებერილობა, ან დაჭიმულობა).
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, როგორც წესი, შებერილობასა და დაჭიმულობას თან ერთვის კუჭ-ნაწლავის ისეთი დარღვევები როგორიცაა: ფუნქციონალური დისპეპსია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფუნქციონალური შეკრულობა.
მუცლის შებერილობა და დაჭიმულობა შესაძლოა გამოვლინდეს არაერთი მიზეზის გამო; ხშირად ჩნდება საკვების აუტანლობის, გადატანილი ინფექციის (როცა ინფექციურმა პროცესმა დაარღვია ნაწლავის მიკრობიოტა), ვისცეროსომატური რეფლუქსის გამო.
მკურნალობის კურსი წარმატებულია მაშინ, როდესაც იდენტიფიცირებულია ეტიოლოგია, განსაზღვრულია გამწვავების რისკი, დონე.
მკურნალობის თერაპიული მიდგომა მოიცავს დიეტას (კვების რაციონის ცვლილებას), პრობიოტიკებს, ანტიბიოტიკოთერაპიას, პროკინეტიკურ და ანტისპაზმურ საშუალებებს, ნეირომოდულატორებს.
მუცლის შებერილობა და დაჭიმულობა ცხოვრებაში ერთხელ თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჩივილი კვების შემდეგ გამოვლენილა და სპონტანურად ალაგებულა, ანუ სპეციფიკური სამედიცინო ჩარევის გარეშე.
თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ეს ჩივილი ქრონიკულია, ზედმეტად შემაწუხებელი და ნეგატიურ გავლენას ახდენს პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების რიტმზე.
ზოგადად, მამაკაცებთან შედარებით ქალები უფრო ხშირად უჩივიან შებერილობას.
წყარო:
https://www.cghjournal.org/article/S1542-3565(20)30433-X/fulltext
