სოციალურ მედიაში ამ თემაზე ხშირად საუბრობენ და მდგომარეობას უწოდებენ Limerence-ს (ლიმერენსი).
შეიძლება ამ ტერმინზე ბევრი არაფერი გსმენიათ, თუმცა გრძნობა, რომელზეც სტატიაში გვექნება საუბარი, საკმაოდ გავრცელებულია (შეიძლება თავად გამოგიცდიათ ან იცნობთ ადამიანს, რომელიც ამ სიმპტომებს უჩივის).
საუბარია გრძნობაზე, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ეჩვენება თითქოს გაკონტროლებას ვერ ახერხებს და ყოველდღიური ფუნქციონირება უჭირს. Limerence უნებლიე მიჯაჭვულობას იწვევს პიროვნების მიმართ და აკვიატებად იქცევა.
სამწუხაროდ, გრძნობა ცალმხრივია და მენტალურ და ბიოლოგიურ მდგომარეობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამ სიტუაციაში ყველაზე უცნაური არის ის, რომ ძლიერი გრძნობის ობიექტი სავსებით შესაძლებელია სულაც არ იყოს თქვენი ტიპაჟი, ანუ ასეთად წარმოიდგინეთ, დახატეთ და რეალობად აღიქვით.
ხშირად ემართებათ პირებს, რომლებსაც უყვართ ონლაინ ნაცნობობა ან დიდ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში - გასაკვირი არც არაფერია, რადგან ზოგიერთი მომხმარებელი იმდენად ზედმიწევნით გვიზიარებს საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებას, სამომავლო გეგმებსა თუ წარსულის გამოცდილებას შეიძლება გაგვიჩნდეს ილუზია, რომ ვიცნობთ და ამასობაში ერთხელაც არ გვყავდეს ინტერნეტის მიღმა ნანახი.
Limerence შესაძლებელია გაგიჩნდეთ იმ პირის მიმართ, რომელიც ერთხელ ან რამდენჯერმე ნახეთ, ან საერთოდ არასდროს შეხვედრილხართ. ხშირია ცნობილი ადამიანების მიმართ.
ერთი რამ უნდა გააცნობიეროთ - სიყვარული ცალმხრივი არ შეიძლება იყოს და თქვენს ძვირფას დროსა და ენერგიას ნუ დაახარჯავთ იმ ადამიანს, რომელიც სასურველი გრძნობით არ გპასუხობთ.
წყარო:
https://health.clevelandclinic.org/limerence