ვიზიტი სტამბოლში.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე რამდენიმე დღის განმავლობაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სტამბოლში და შეხვედრები გამართა მსოფლიოში ცნობილი თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ სხვადასხვა პროფილის მედიკოსთან.
ქართველი პაციენტები ხშირად გვიკავშირდებიან და გვთხოვენ დავუგეგმოთ თურქ ნეიროქირურგებთან კონსულტაცია - სწორედ ამ მიზნით გადაწყდა ვიზიტის ფარგლებში ერთი დღე დაგვეთმო ცნობილი ნეიროქირურგისთვის.
ჩვენი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი პირადად შეხვდა „აჯიბადემის“ ცნობილ ნეიროქირურგს, პროფესორ ნეჯმეთინ პამირს.
ჩვენი ორგანიზაცია წლებია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ თურქ ნეიროქირურგთან - იგი თავის ტვინის უიშვიათეს პათოლოგიებს მართავს და ისეთ რთულ კლინიკურ შემთხვევებზე იღებს პასუხისმგებლობას, რომელსაც სიმწვავიდან გამომდინარე ბევრი ქირურგი ერიდება.
ქალბატონმა ეკატერინემ თურქ მედიკოსს მადლიერი და გამოჯანმრთელებული პაციენტების სახელით გულითადი მადლობა გადაუხადა - უამრავმა ქართველმა, რომელსაც თავის ტვინზე თანდაყოლილი თუ შეძენილი დაავადებები ჰქონდა, სწორედ ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით მიმართა „აჯიბადემის“ ნეიროქირურგს, ჩაიტარა ეფექტური მკურნალობის კურსი, შეუმსუბუქდა სიმპტომები, სწრაფად გაიარა რეაბილიტაციის პროცესი და დღეს აქტიურად აგრძელებს ყოველდღიურ საქმიანობას.
მნიშვნელოვანი დეტალები პროფესორ ნეჯმეთინ პამირის საქმიანი ბიოგრაფიიდან
იგი ცნობილი თურქი მედიკოსი და ასოცირებული პროფესორია, რომელსაც კარგად იცნობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ექიმი პამირი „აჯიბადემის“ ნეიროქირურგიის დეპარტამენტის გუნდის ლიდერი და აჯიბადემის უნივერსიტეტის დამფუძნებელი დირექტორია.
1986-დან 2007 წლამდე იკავებდა ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას მარმარას უნივერსიტეტში.
1992-დან 2006 წლამდე იყო მარმარას უნივერსიტეტის ნეიროქირურგიული მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს საპატიო წევრი.
იგი პირველი თურქი ნეიროქირურგია, რომელიც ნევროლოგიური ქირურგიის მსოფლიო აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.
არის ამერიკის, თურქეთის, იაპონიის, ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციების წევრი.
