რა არის გასტროპარეზი?
გასტროპარეზი კუჭის პარალიზია. ფუნქციური დარღვევა გავლენას ახდენს კუჭის ნერვსა და კუნთებზე.
ამ დიაგნოზის დროს კუჭის კუნთების შეკუმშვის უნარი შესუსტებული და შენელებულია, შესაბამისად, ირღვევა საკვების სათანადოდ მონელებისა და ნაწლავებში გადაგზავნის ფიზიოლოგიური პროცესი. ჯაჭვური რეაქციის ფონზე საკვები კუჭში დიდხანს რჩება. თავისთავად, მონელებ ის პროცესი ირღვევა, რადგან კუჭი ვეღარ ახერხებს საკვების გადამუშავებას და დაცლას.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გასტროპარეზი არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა მწვავე მიმდინარეობისას სერიოზული გართულებების რისკი იზრდება, მაგალითად, მოსალოდნელია გაუწყლოება, ელექტროლიტების დისბალანსი, სისხლში შაქრის დონის ცვალებადობა, კვებითი უკმარისობა.
გასტროპარეზი შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე, შესაბამისად, სავსებით მოსალოდნელია მნიშვნელოვნად დაქვეითდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
დაავადების სამართავად რამდენიმე მეთოდია შემუშავებული. მეცნიერები ცდილობენ მიაგნონ ახალ და გაცილებით ეფექტურ სამკურნალო ღონისძიებებს - ამ თემაზე სამეცნიერო კვლევები კვლავ გრძელდება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15522-gastroparesis
