რა არის კრიოლიპოლიზი?
კრიოლიპოლიზი არაქირურგიული პროცედურაა, რომლის დანიშნულებაც სხეულის სხვადასხვა უბანში ცხიმის დაშლაა, მოყინვით. ცხიმის უჯრედების დასაშლელად გამოიყენება დაბალი, ცივი ტემპერატურა.
პლასტიკურ ქირურგიაში კრიოლიპოლიზი ძალიან პოპულარულია და მსოფლიოს მასშტაბით 450 000-ზე მეტი პროცედურა ტარდება.
პაციენტები ამ მეთოდით ინტერესდებიან მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ზონაში ცხიმია ლოკალიზებული და მისი დაკლება ვერ შეძლეს დიეტითა და ვარჯიშით.
კრიოლიპოლიზი ვერ ჩაუტარდებათ იმ პირებს, ვისაც სიცივესთან დაკავშირებული მდგომარეობები აქვთ. პლასტიკური ქირურგების თქმით, ეს პროცედურა არ ჩაუტარდებათ ასევე იმ პაციენტებს, რომლებსაც მოშვებული კანი (ნაკეცები, ჩამოკიდებული კანი) აქვთ.
პროცედურა ტარდება ანესთეზიის გარეშე.
კრიოლიპოლიზის შემდეგ იშვიათად, თუმცა ზოგიერთ ადამიანს აწუხებს ტკივილი - ნებისმიერი ტიპის დისკომფორტის შესახებ აცნობეთ მკურნალ პლასტიკურ ქირურგს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში შესაბამის მედიკამენტს გამოგიწერთ.
წყარო:
https://www.plasticsurgery.org/cosmetic-procedures/nonsurgical-fat-reduction/cryolipolysis
