რა არის ნეფროზული სინდრომი?
ნეფროზული სინდრომის დროს თირკმელი შარდში საჭიროზე მეტ ცილას წარმოქმნის.
სინდრომის ჩამოყალიბების მიზეზი თირკმლის ფილტრის (გლომერული) პრობლემაა. გლომერული (თირკმლის ფილტრი) თირკმლის პაწაწინა სისხლძარღვებია - მისი დანიშნულებაა სისხლიდან ზედმეტი სითხისა და ნარჩენების მოცილება და შარდის სახით შარდის ბუშტში გაგზავნა. ჯანსაღი თირკმლის დროს გლომერული ნარჩენ პროდუქტებს ფილტრავს, ხოლო დაზიანების დროს სისხლის ცილები შარდში ეპარება (იჟონება).
ნეფროზული სინდრომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით გავრცელებულია იმ პირებში, ვისაც ანამნეზში აქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის დაავადება, ალერგია, თირკმლის დაავადებითა და ნეფროზული სინდრომით ავადობის ოჯახური ანამნეზი.
ნეფროზული სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- შარდში დიდი რაოდენობით ცილა;
- სისხლში ჭარბი დოზით ცხიმი და ქოლესტეროლი;
- კიდურების შეშუპება;
- სისხლში ალბუმინის დაბალი შემცველობა;
- უმადობა;
- საერთო სისუსტე;
- მუცლის ტკივილი;
- ქაფიანი შარდი;
- ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მინერალებისა და ვიტამინების დაკარგვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/5989-nephrotic-syndrome
