სიცხე გაქვთ თუ ეს სიმპტომები გამოგივლინდათ

სიცხე გაქვთ თუ ეს სიმპტომები გამოგივლინდათ

ორგანიზმი დაავადებას სიცხის დახმარებით ებრძვის.

სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, მაღლა იწევს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის ფონზე, თუმცა ზოგჯერ მიზეზი უცნობი რჩება.

თუ რომელიმე ეს სიმპტომი გამოგივლინდათ დროა თერმომეტრით სიცხე გაიზომოთ და ტემპერატურის დასარეგულირებლად შესაბამისი ზომები მიიღოთ.

ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

  • თავის ტკივილი;
  • თბილი შუბლი;
  • კანკალი;
  • კუნთის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე;
  • თვალის ტკივილი;
  • უმადობა;
  • გაუწყლოება;
  • ლიმფური კვანძების შეშუპება.

ჩვილებსა და პატარებს სიცხის დროს შესაძლოა აწუხებდეთ:

  • ჩვეულზე მეტი გაღიზიანება;
  • ძილიანობა;
  • აჭარხლებული კანი;
  • ფერმკრთალი კანი;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • პატარა უარს ამბობს ჭამაზე, სითხის მიღებაზე, ძუძუთი კვებაზე.

მწვავე კლინიკურ შემთხვევებში სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ძლიერი ძილიანობა;
  • დაბნეულობა;
  • კრუნჩხვა;
  • სხეულის რომელიმე არეში ძლიერი ტკივილი;
  • უჩვეულო ვაგინალური გამონადენი;
  • ტკივილი მოშარდვის დროს;
  • გამონაყარი;
  • ღებინება;
  • დიარეა.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/how-to-tell-if-you-have-a-fever