8 ივნისი - კორონავირუსის გლობალური სტატისტიკა

8 ივნისი - კორონავირუსის გლობალური სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 8 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

მსოფლიოში კორონავირუსით 6 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 131 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 469 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 4 088 ადამიანი და დაიღუპა 88, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 76 512 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 410 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 745 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 276 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 18 258 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 388 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 13 654 და დაიღუპა 298 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 039 და დაიღუპა 9.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200608-covid-19-sitrep-140.pdf?sfvrsn=2f310900_2