სიფერმკრთალე

სიფერმკრთალე

სიფითრე, როგორც სიმპტომი.

სიფერმკრთალე ნიშნავს იმას, რომ კანი ან ლორწოვანი მემბრანები უფრო გაღიავდა, გაფერმკრთალდა. როგორც წესი, ეს სიმპტომი დროებითია და გამომწვევი მიზეზის მკურნალობის ფონზე ალაგდება.

დამახასიათებელია:

  • თქვენი კანის ნორმალურ ტონთან შედარებით მონაცრისფრო ან უფრო ღია ფერის კანი;
  • ფერმკრთალი ლორწოვანი მემბრანები.

თუ კანის სიფითრე დაავადების გამოა აღმოცენებული ამ სიმპტომთან ერთად შეგაწუხებთ სხვა ნიშნებიც, კერძოდ:

  • გულმკერდის ტკივილი;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • გულის წასვლის შეგრძნება;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ოფლიანი ან წებოვანი კანი;
  • თავბრუსხვევა;
  • დაღლილობა.

გამომწვევი მიზეზებია:

  • ემოციური რეაქცია შიშზე ან შოკზე;
  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • რომელიმე დაავადება.

სიფერმკრთალე შესაძლოა იყოს შემდეგი მდგომარეობების მანიშნებელი:

  • ანემია;
  • არტერიების დახშობა, სისხლის მიმოქცევის სისტემის პრობლემები;
  • რესპირატორული პათოლოგიები;
  • ცუდად იკვებებით;
  • ტრავმის გამო დაკარგეთ სისხლი;
  • სისხლში შაქრის დაბალი დონე;
  • ქრონიკული ინფექცია;
  • ზოგიერთი ტიპის კიბო;
  • ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი;
  • სხეულის მოყინვა;
  • სიცხისგან (ცხელი ამინდი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა) დაუძლურება, გამოფიტვა.

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/pallor