ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე ევროპის სამედიცინო ტურიზმის კონფერენციაზე იყო მიწვეული

ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე ევროპის სამედიცინო ტურიზმის კონფერენციაზე იყო მიწვეული

ევროპის სამედიცინო ტურიზმის რიგით მე-9 საერთაშორისო კონფერენციას რუმინეთის გამორჩეულმა ქალაქმა ორადიამ უმასპინძლა.

მსოფლიოს 25 ქვეყნის წარმომადგენელს შორის ყოველწლიურ ვორქშოპს ესწრებოდა ჩვენი ორგანიზაციის, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე.

ევროპის სამედიცინო სივრცეში European Medical Tourism-ის კონფერენცია გამორჩეულ ღონისძიებად ითვლება და უნიკალური შანსია ერთ სივრცეში შეხვდე ჯანდაცვის სექტორის ნოვატორებს, სამედიცინო ტურიზმის ლიდერებს მთელი მსოფლიოდან - ევროპის სამედიცინო ტურიზმი მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ უახლეს მიღწევებს, განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.

წლევანდელი ღონისძიება რუმინეთში გაიმართა - მდინარე კრიშულ-რეპედეს სანაპიროზე გაშლილ ქალაქში ვიზიტი კონფერენციის მონაწილეებს არასდროს დაავიწყდებათ. ნაყოფიერი საქმიანი ღონისძიების შემდეგ ორადიის ქუჩებში სეირნობას არაფერი სჯობს - ეს ისტორიული ქალაქი გამოირჩევა განსაცვიფრებელი არქიტექტურული ნაზავით, კულტურული ღონისძიებებით, მდიდარი წარსულითა და თერმული სამკურნალო წყლებით.

„უკვე მე-6 წელია, რაც ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ვართ და მოხარული ვარ, რომ ქართულ ორგანიზაციას წარვუდგენ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს ევროპიდან, აფრიკიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან. ევროპის სამედიცინო ტურიზმის კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, სადაც საშუალება გეძლევა მომხსენებლებსა და ვიზიტორებს გაუზიარო გამოცდილება, გაეცნო ინოვაციურ მიდგომებს, დაამყარო საქმიანი კავშირები და წარადგინო საკუთარი ბრენდი“, - განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ნეფარიძემ.