ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 5 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 118 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 288 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 5 465 ადამიანი და დაიღუპა 100, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 61 693 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 723 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 004 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 262 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 558 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 143 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 13 266 და დაიღუპა 332 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 540 და დაიღუპა 14.
წყარო: