მაღალი წნევის მიზეზები

მაღალი წნევის მიზეზები

რა იწვევს ჰიპერტენზიას (მაღალი არტერიული წნევა)?

მაღალი წნევის რისკ-ჯგუფში იმყოფებით გენეტიკური წინასწარგანწყობის, ანამნეზში ზოგიერთი დაავადებისა და გარკვეული ასაკის გამო.

მკურნალობისთვის მოწოდებულია როგორც მედიკამენტური თერაპია, ისე ცხოვრების წესის ცვლილება.

როგორც წესი, ჰიპერტენზია ყალიბდება წლების განმავლობაში და უმეტესად უსიმპტომოდ, ხშირად ადამიანმა არც კი იცის წნევის მატარებელი რომ არის. სწორედ ამიტომ აუცილებელია ყოველთვის გაიზომოთ და აკონტროლოთ. მიუხედავად უსიმპტომობისა ჰიპერტენზია აზიანებს სისხლძარღვებს, ტვინს, გულს, თვალებსა და თირკმელს.

ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • ხართ 65 წელს გადაცილებული;
  • სიმსუქნე;
  • ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
  • არააქტიური ცხოვრების წესი;
  • ანამნეზში დიაბეტი ან მეტაბოლური სინდრომი;
  • რაციონში დიდი დოზით მარილი.

წყარო: 

https://www.healthline.com/health/high-blood-pressure-hypertension#causes