სკალპის სოკოვანი ინფექცია ჩნდება სოკოს სახელწოდებით კანდიდას გამო.
ექიმი სკალპის დათვალიერების შემდეგ ეჭვს მიიტანს სოკოვან ინფექციაზე და დაზიანებული მიდამოდან აღებულ ნიმუშს ლაბორატორიულ შემოწმებაზე გაგზავნის; კვლევის მიზანია დადგინდეს სოკოს ტიპი.
დიაგნოსტირების შემდეგ, ძირითადად, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი. სავსებით მოსალოდნელია დაინიშნოს სოკოს საწინააღმდეგო შამპუნი, მალამო ან ქაფი. მკურნალობის პარალელურად აუცილებელია შეინარჩუნოთ სკალპის სისუფთავე და სიმშრალე.
რაც შეეხება სკალპის სოკოვანი ინფექციის პრევენციის გზებს, რეკომენდებულია:
• დაიცავით პირადი ჰიგიენა;
• სკალპი მუდმივად უნდა იყოს სუფთა და მშრალი;
• მაქსიმალურად შეზღუდეთ ანტიბიოტიკები და სტეროიდები - დაუშვებელია მიიღოთ თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე;
• ქუდი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაიხურეთ;
• მიირთვით ჯანსაღი რაციონი;
• შეზღუდეთ შაქარი, სახამებელი, ალკოჰოლი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22967-scalp-yeast-infection