სიბრაზეს მიზეზები აქვს და ზოგჯერ მართლაც რთულია თავის გაკონტროლება.
პერსონალური პრობლემები, სტრესული სიტუაციები, ტრავმა - ყველაზე ხშირად ამ მიზეზთა გამო გამოდის ადამიანი წყობიდან.
სიბრაზე მაშინაა საყურადღებო, როდესაც სრულიად უმნიშვნელო სიტუაციაშიც კი მრისხანებას ვერ მალავთ. მსგავს შემთხვევაში სიბრაზე ნორმალური ემოცია არ არის და აუცილებელია დაადგინოთ მიზეზი.
სიბრაზის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
• პრობლემები პირად ურთიერთობაში, სამსახურში;
• სხვა ადამიანის მიზეზით პროვოცირებული, მაგალითად, ბოლო წუთს შეცვალეს გეგმა და სხვა;
• საცობი;
• ავარია;
• გაგახსენდათ ტრავმა.
ზოგჯერ მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია. სავსებით მოსალოდნელია სიბრაზის პრობლემის წყარო ტრავმა ან შემთხვევა იყოს - დიახ, ზოგჯერ მსგავსი უარყოფითი გამოცდილება სრულიად ცვლის პიროვნებას, ხასიათს.
თუ ეს სიმპტომები გეცნობათ თქვენი სიბრაზე ნორმალური არ არის:
• გაგიფუჭდათ ურთიერთობები და სოციალური ცხოვრება;
• გეჩვენებათ თითქოს სიბრაზეში უნდა დაიმალოთ;
• მუდმივად ნეგატიური ფიქრი და უარყოფითზე ფოკუსირება;
• მუდმივი გაღიზიანება, მტრული განწყობა, მოუსვენრობა;
• სხვებს ხშირად ეჩხუბებით;
• გაბრაზებისას ფიზიკურ ძალადობაზე გადადიხართ;
• გიჭირთ სიბრაზის მართვა;
• უნებლიედ იმპულსურად იქცევით და აზიანებთ ნივთებს, საკუთრებას;
• იმდენად გეშინიათ რომ გაბრაზდებით, კონკრეტულ ღონისძიებებზე დასწრებისგან და ადამიანებთან კონტაქტისგან თავს იკავებთ.
წყარო:
https://www.healthline.com/health/why-am-i-so-angry#symptoms