რისი სიმპტომია?
პირველ რიგში ეჭვი უნდა მიიტანოთ იმაზე, რომ ადამიანს სუნთქვა უჭირს. სიმპტომი განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებსა და ჩვილებში. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში რესპირატორული დისტრესის მანიშნებელია.
ნესტოების გაფართოებას შესაძლოა იწვევდეს დროებითი დაავადებები ან ხანგრძლივი დროით მიმდინარე პათოლოგიები და ტრავმები.
გახსოვდეთ, ფიზიოლოგიურად, როცა ადამიანი თავისუფლად სუნთქავს, ნესტოები არ უნდა ებერებოდეს.
ნესტოების გაბერვა შესაძლოა შენიშნოთ ისეთი მწვავე ინფექციისას როგორიცაა გრიპი. ხშირად ახასიათებთ პნევმონიისა და ბრონქიოლიტის მქონე პაციენტებს.
ერთადერთი შემთხვევა, როცა სუნთქვისას ნესტოების გაფართოება ნორმაა ძლიერი ინტენსივობით ფიზიკური დატვირთვაა. შეგიმჩნევიათ, რომ სირბილის დროს ფილტვები თითქოს გაცილებით მეტ ჰაერს გთხოვთ და სწრაფად ჩასუნთქვას საჭიროებთ? ამ დროს ნესტოების გაბერვა ნორმალურია და ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
სხვა გამომწვევი მიზეზებია:
სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ შენიშნავთ, რომ ბავშვს ან ჩვილს მუდმივად აქვს ნესტოები გაფართოებული. სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ პედიატრთან თუ პატარა ადამიანს გაულურჯდა ტუჩები, კანი ან ფრჩხილები.
წყარო:
https://www.healthline.com/health/nasal-flaring