პრაქტიკულად ჯანმრთელმა ადამიანმაც კი უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა.
მაღალი წნევის მკურნალობა აუცილებელია და დაგიცავთ გულის დაავადებებისგან, ინსულტისგან, მხედველობის დაკარგვისგან, თირკმლის ქრონიკული პათოლოგიებისგან და სხვა სისხლძარღვოვანი მდგომარეობებისგან.
როდესაც ცხოვრების წესის ცვლილების მიუხედავად წნევის ნორმალიზება ვერ ხერხდება, აუცილებელია მედიკამენტური თერაპია. თუ ანამნეზში გაქვთ რომელიმე დაავადება უნდა იხელმძღვანელოთ მკურნალი ექიმის მითითებით და დალიოთ წამალი დანიშნული კურსის მიხედვით. თუ უკვე დიაგნოსტირებული გაქვთ ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), წამალი უნდა მიიღოთ ექიმის მითითებით.
თუ ხართ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი (ანუ პირი, რომელსაც არაფერი აწუხებს, სიმპტომები არ აქვს და ანამნეზში რომელიმე დაავადება არ უფიქსირდება) და წნევა გაიზომეთ, შენიშნეთ, რომ მაჩვენებელი 160/100 ან მაღალია, ყოველგვარი კითხვის გარეშე უნდა მიიღოთ წნევის დამწევი.
თუ ატარებთ რომელიმე დაავადებას მკურნალი ექიმი უკვე გეტყოდათ წნევის რა მაჩვენებელი ითვლება თქვენთვის ზედმეტად და რომელი წამალი მიიღოთ, შესაბამისად, იხელმძღვანელეთ ექიმის დანიშნულებით.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არტერიულ წნევასთან დაკავშირებით:
- ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმისთვის სრულიად საკმარისია ცხოვრების სტილის შეცვლა წნევის დასაწევად;
- წნევის დასასტაბილურებლად აუცილებელია დაიკლოთ ზედმეტი კილო, შეინარჩუნოთ თქვენი სხეულის ინდექსისთვის სასარგებლო წონა;
- მაქსიმალურად შეზღუდეთ კერძებში მარილი;
- უარი თამბაქოზე;
- აკონტროლეთ ალკოჰოლი;
- აუცილებელია ფიზიკური აქტივობა;
- სტაბილურ წნევას უყვარს ჯანსაღი რაციონი;
- ექიმმა შეიძლება უკვე გამოგიწერათ წნევის დამწევი, თუმცა მხოლოდ მედიკამენტით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ და პარალელურად ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვათ;
- თუ ხშირად გაქვთ მაღალი წნევა უნდა მიმართოთ ექიმს და გაარკვიოთ მიზეზი.
ექიმი საჭიროდ ჩათვლის დაგინიშნოთ წნევის დამწევი თუ:
- არტერიული წნევა მაღალი გაქვთ;
- დაგიფიქსირდათ ორგანოს დაზიანება ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები (გულის უკმარისობა, კორონარული არტერიების დაავადება, დიაბეტი, თირკმლის დაავადება);
- იმყოფებით გულის შეტევის ან ინსულტის რისკ-ჯგუფში.
წყარო:
https://myhealth.alberta.ca/Health/pages/conditions.aspx?hwid=zx1768