რა იწვევს ტკივილს მუცლის ზედა არეში?
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და სანაღვლე გზების პრობლემები.
აუცილებელია ზუსტად განმარტოთ რა მიდამოში გტკივათ მუცელი, მაგალითად, მარჯვნივ, მარცხნივ თუ ცენტრში - ამ გზით უფრო გამარტივდება მიზეზის დადგენა.
მუცლის ზედა არეში ტკივილი დაკავშირებული უნდა იყოს ამ მიდამოში მდებარე ორგანოებთან. მუცლის ზედა არეში მდებარეობს შემდეგი ორგანოები:
- კუჭი;
- ღვიძლი;
- პანკრეასი;
- ელენთა;
- ნაღვლის ბუშტი;
- მუცლის კუნთები;
- პერიტონეუმი;
- ნაწლავები;
- თირკმელი და შარდსაწვეთი;
- გული ან ფილტვები.
გაითვალისწინეთ, ზოგჯერ ინფარქტი კუჭის ტკივილს წააგავს და პაციენტები ვერ აცნობიერებენ რეალურ საფრთხეს. გახსოვდეთ, ყოველთვის უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ კუჭის ტკივილს თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა, მოჭერის შეგრძნება.
ექიმს აუცილებლად უნდა უთხრათ თუ რა შემთხვევის ფონზე ჩნდება ტკივილი მუცლის ზედა არეში, მაგალითად:
- ჭამის შემდეგ;
- დაწოლისას;
- წინ გადახრისას;
- როცა ნივთს ასწევთ.
მუცლის ზედა არეში ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა;
- მუცლის კუნთის დაჭიმულობა;
- პეპტიკური წყლულის დაავადება;
- თიაქარი;
- ღვიძლის დაავადება;
- პანკრეასის დაავადება;
- კუჭის დაავადებები;
- ნაწლავის ობსტრუქცია;
- ელენთის გადიდება;
- ნაღვლის ბუშტის კენჭები;
- საშარდე გზებისა და თირკმლის დაავადება;
- პერიტონიტი;
- გულისა და ფილტვის მდგომარეობები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24736-upper-abdominal-pain