დიაგნოზი არტერიული თრომბოზი ნიშნავს იმას, რომ არტერიაში თრომბი ჩამოყალიბდა.
არტერიულ თრომბოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ინიშნება ანგიოგრამა, ელექტროკარდიოგრამა ან ულტრაბგერა - ამ კვლევის მიზანია დადგინდეს როგორ მიედინება არტერიაში სისხლი და თუ რატომ ირღვევა ფიზიოლოგიური პროცესი.
ექიმი დამატებით სისხლის ანალიზს დანიშნავს თუ გადაწყვეტს, რომ სიმპტომები ინფარქტის მანიშნებელია - კვლევით დგინდება ტროპონინის არსებობა. ტროპონინი მაშინ გამომუშავდება, როცა გულის შეტევის ფონზე გულის კუნთი ზიანდება.
თუ მედიკოსები ეჭვობენ, რომ არტერიულმა თრომბოზმა ინსულტი გამოიწვია, ნიშნავენ ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
არტერიული თრომბოზის მკურნალობისთვის მოწოდებულია მედიკამენტური თერაპია და ქირურგიული ჩარევა.
სხვადასხვა პროცედურით იკურნება თრომბი და ეს მეთოდებია:
- თრომბის ამოღება;
- არტერიის გაფართოება;
- სისხლის გადამისამართება;
- სტენტირება სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით.
მომავალში არტერიული თრომბოზის ხელახალი ჩამოყალიბების პრევენციის მიზნით, აუცილებელია წინაგულების ფიბრილაციის მართვა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/arterial-thrombosis#diagnosis