კბილების ამოჭრა - რამდენიმე ეფექტური მეთოდი, რომელიც პატარას ღრძილის ტკივილს შეუმსუბუქებს

კბილების ამოჭრა - რამდენიმე ეფექტური მეთოდი, რომელიც პატარას ღრძილის ტკივილს შეუმსუბუქებს

კბილების ამოჭრის გავლენა პატარა ადამიანზე.

პირველი კიჭები პატარა ადამიანისთვის ზოგჯერ დისკომფორტის მომტანიცაა - მოსალოდნელია ჭირვეულობა, გაღიზიანება, მომატებული ნერწყვდენა, ღრძილების ტკივილი.

ძირითადად, კბილები ამოჭრას იწყებს 6 თვის ასაკიდან - ზოგიერთ პატარას ეს პროცესი რამდენიმე თვის შემდეგ ეწყება.

კბილების ამოჭრამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი:

  • ნერწყვდენა;
  • ნივთების ღეჭვის სურვილი;
  • ჭირვეულობა;
  • ღრძილების ტკივილი;
  • გამონაყარი სახეზე;
  • სხეულის ტემპერატურის ოდნავი მომატება, თუმცა არა სიცხე.

ბევრი მშობლის აზრით, კბილების ამოჭრას თან სდევს სიცხე, დიარეა და ტირილი, თუმცა პედიატრების მოსაზრებით, ამ ნიშნებს სხვა მიზეზი აქვს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ პატარა ბევრს ტირის, აქვს დიარეა და 38 გრადუსი სიცხე.

ღრძილის ტკივილის შესამსუბუქებლად მოწოდებულია:

  • სუფთა თითით ან სველი ქსოვილით ნაზად მოუხეხეთ ღრძილი;
  • თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება, სავარაუდოდ, დისკომფორტის გამო ჭამაზე უარს იტყვის - შეგიძლიათ საკვები მიაწოდოთ ფინჯნით, გამოიყენოთ კოვზი ან შპრიცი;
  • ზედმეტი ჭირვეულობისას მხოლოდ პედიატრის თანხმობის შემდეგ გამოიყენეთ ტკივილგამაყუჩებელი (დაუშვებელია თვითმოქმედება და ჰკითხეთ ექიმს გაძლევთ თუ არა უფლებას);
  • ხშირად გაუწმინდეთ სახე, რადგან ძლიერმა ნერწყვდენამ შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს;
  • აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური საღეჭარა;
  • კბილების ამოჭრის პერიოდისთვისაა შექმნილი ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი გელი, თუმცა ვიდრე შეიძენთ ჰკითხეთ პედიატრს საჭიროა თუ არა.

 

წყარო: 

https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/infant-and-toddler-health/in-depth/teething/art-20046378