მენჯის ორგანოების პროლაფსი

მენჯის ორგანოების პროლაფსი

რა არის მენჯის ორგანოების პროლაფსი?

ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ მენჯის ორგანოები (ვაგინა, საშვილოსნო, შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი) ვარდება, ეცემა ფიზიოლოგიურად განკუთვნილი მდებარეობიდან.

ამის მიზეზია ის, რომ მენჯის ღრუს ორგანოების დამჭერი კუნთები და ქსოვილები იმდენად სუსტდება ორგანოების შეკავება უჭირს. მარტივად რომ აღიქვათ, კუნთი და ქსოვილი ერთგვარი ჰამაკია, რომელზეც ორგანოებია განთავსებული და ახლა წარმოიდგინეთ ეს დამცავი ქსოვილი გაირღვა. დასუსტების მიზეზი შესაძლოა იყოს ასაკის მატება ან ვაგინალური მშობიარობა.

მსუბუქ კლინიკურ შემთხვევებში ორგანო უმნიშვნელოდ იცვლის მდგომარეობას, თუმცა მწვავე მიმდინარეობისას სავსებით მოსალოდნელია ვაგინიდანაც კი ჩაიშალოს.

პაციენტები პროლაფსს აღწერენ როგორც საშოში ზეწოლისა თუ სისავსის შეგრძნებას და თითქოს რაღაც არის გამოვარდნილი.

ამ დიაგნოზის სამკურნალოდ მოწოდებულია როგორც ქირურგიული, ისე არაქირურგიული მეთოდები - ექიმი შეარჩევს კონკრეტული კლინიკური შემთხვევისა და სიმძიმის მიხედვით.

მენჯის ორგანოების პროლაფსის სხვა სიმპტომებია:

  • საშოში სისავსისა თუ ზეწოლის შეგრძნება;
  • სისავსე, ზეწოლა, ტკივილი მენჯის არეში;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • მოშარდვის ან კუჭის მოქმედების ცვლილება.

გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:

  • ინფექცია;
  • თირკმლის დაზიანება;
  • ემოციური დისტრესი.

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24046-pelvic-organ-prolapse