რატომ არის მნიშვნელოვანი კოლაგენი?

რატომ არის მნიშვნელოვანი კოლაგენი?

რა არის კოლაგენი?

კოლაგენი ორგანიზმის ცილის 30%-ს შეიცავს - აუცილებელია კანისთვის, კუნთისთვის, ძვლისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის. კოლაგენს შეიცავს ორგანოები, სისხლძარღვები და ნაწლავის ამომფენი.

კოლაგენის ფუნქციაა:

  • ეხმარება ფიბრობლასტს ფორმირდეს კანის შუა ფენაში, რაც ახალი უჯრედების წარმოქმნის გარანტია;
  • კანის მკვდარ უჯრედებს ანაცვლებს;
  • ორგანოების დამცავი სარჩულია;
  • კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს ანიჭებს;
  • ორგანიზმს ეხმარება სისხლის შედედებაში.

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში ნაკლები კოლაგენი გამომუშავდება; ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალშისაცემია მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. სრულიად ბუნებრივია, რომ 60 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს აქვს კოლაგენის დეფიციტი.

ორგანიზმში კოლაგენის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, კერძოდ:

  • თამბაქო;
  • რაციონში ჭარბი დოზით შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები;
  • ულტრაიისფერი გამოსხივება.

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/articles/23089-collagen