რა არის ართროსკოპია?
ართროსკოპია მოწოდებულია სახსრის პრობლემების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
ართროსკოპიის მეშვეობით, ქირურგი დიდი ზომის განაკვეთის გარეშე ხედავს სახსრის მდგომარეობას - პროცედურა ეფექტურია, რადგან ტრადიციული ღია ქირურგიული ჩარევისგან განსხვავებით სახსრის სრულად გახსნის საჭიროება არ დგება.
ართროსკოპიისას იყენებენ ართროსკოპს, რომელიც აღჭურვილია ბოჭკოვან-ოპტიკური კამერით. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციულ ტკივილსა და დისკომფორტს, სახსარში მოძრაობის შეზღუდვის რისკს - მცირე განაკვეთის ფონზე რეაბილიტაციის პროცესი მარტივია და პაციენტი მოკლე დროში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ართროსკოპია უსაფრთხო პროცედურად ითვლება და იშვიათია გართულების მაჩვენებელი.
მოწოდებულია სახსრის არაერთი დაავადების სამკურნალოდ, კერძოდ, შემდეგ არეში:
- მუხლი;
- იდაყვი;
- თეძო;
- მხარი;
- კოჭი;
- მაჯა.
ართროსკოპია შესაძლოა საჭირო გახდეს მაშინაც, როდესაც რენტგენოლოგიური და სხვა კომპიუტერული კვლევები ვერ დებს შესაბამის დიაგნოზს.
ართროსკოპიით მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს:
- ძვლის ფრაგმენტები;
- დაზიანებული ხრტილი;
- ანთებითი პროცესი სახსრის ამომფენზე;
- ნაწიბურები სახსარზე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/arthroscopy/about/pac-20392974