რა არის ქუთუთოს დერმატიტი?
ქუთუთოს დერმატიტი იწვევს თვალის ქავილს, შეშუპებას ან გაღიზიანებას.
გამომწვევი მიზეზებია ალერგიული რეაქცია, მომატებული მგრძნობელობა კოსმეტიკური ნაწარმის შემადგენლობაზე, საკვების დანამატ ნივთიერებებსა თუ სხვა ქიმიკალებზე. ქუთუთოს დერმატიტის სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ერთ ან ორივე თვალზე. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ქრონიკულია და ზოგჯერ დროებითი.
დამახასიათებელი ნიშნებია:
ქუთუთოს კანი თხელია და შეიცავს ბევრ სისხლძარღვს, მცირე რაოდენობით ცხიმს - ამის გამო მიდრეკილია ალერგიული რეაქციისა თუ გაღიზიანებისკენ.
ქუთუთოს დერმატიტს ბევრი მიზეზი იწვევს, შესაბამისად, რთულია სიმპტომის ზუსტი მაპროვოცირებელი ფაქტორის იდენტიფიცირება.
თუ დერმატიტი ჩამოყალიბდა საკვებისმიერი ალერგიის ფონზე რაციონიდან კონკრეტული კერძი უნდა ამოიღოთ.
ანთებითი პროცესის, შეშუპებისა და ქავილის შესამსუბუქებლად მოწოდებულია ტოპიკური ან ორალური კორტიკოსტეროიდები - მედიკამენტს ექიმი გამოგიწერთ.
აუცილებელია დაიცვათ სისუფთავე ქუთუთოს არეში, არ შეეხოთ თვალს თითებით, არ წაისვათ მაკიაჟი და ქავილის მიუხედავად მოერიდეთ მოქავებას.
სიმპტომების ალაგებამდე ჰიპოალერგიული კოსმეტიკის გამოყენებაც არ არის რეკომენდებული.
წყარო:
https://www.healthline.com/health/eyelid-dermatitis