ქორეა - კუნთის უნებლიე მოძრაობის გამო იქმნება შთაბეჭდილება თითქოს პაციენტი ცეკვავს

ქორეა - კუნთის უნებლიე მოძრაობის გამო იქმნება შთაბეჭდილება თითქოს პაციენტი ცეკვავს

რა არის ქორეა?

ქორეა სიმპტომია, რომელიც იწვევს კუნთების უნებლიე მოძრაობას. მედიკამენტებით ამ სიმპტომის მართვაა შესაძლებელი.

ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • ჰანტინგტონის დაავადება;
  • პარკინსონის დაავადება;
  • ლუპუსი;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • შოგრენის სინდრომი;
  • რევმატიული ცხელება;
  • ტვინის სიმსივნე;
  • ინსულტი;
  • ჰიპერთირეოზი;
  • ბირთვული სიყვითლე და სხვა.

ქორეა, ძირითადად, ვლინდება კიდურებზე, სახეზე.

იგი ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ითარგმნება როგორც ცეკვა და დიახ, სიმპტომი ამ ტერმინს შეესაბამება, რადგან მდგომარეობის გამო პაციენტი თითქოს ცეკვავს, მოუსვენარია, ფუსფუსებს. ქორეა არ არის სიცოცხლისთვის საშიში.

სიმპტომი შესაძლოა გამწვავდეს შემდეგი ფაქტორების გამო:

  • სტრესი;
  • შფოთვა;
  • სხვა დაავადება;
  • წამლის გვერდითი ეფექტი.

ქორეასგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მომატებული რისკი გაქვთ შემდეგი ფაქტორების ფონზე:

  • ჰანტინგტონით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • ბავშვობაში გადაიტანეთ ინფექცია, თავის ტრავმა, რევმატიული ცხელება;
  • ანამნეზში ავტოიმუნური დაავადება;
  • ხართ 40 წელს გადაცილებული.

გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:

  • ყლაპვის გაძნელება;
  • ქცევითი ან ემოციური ცვლილება;
  • უნებლიე კრუნჩხვის გამო ფიზიკური ტრავმა;
  • სოციალური სტიგმა.

წყარო:         

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/21192-chorea