რა იწვევს ფეთქვად ტკივილს?
ტკივილი გადარჩენის ინსტიქტის მექანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა როდესაც ქრონიკულ ფორმას იძენს ქვეითდება ცხოვრების ხარისხი.
ფეთქვადი ტკივილი აღიქმება როგორც რიტმული დარტყმა, ერთგვარი პულსირებითი ეპიზოდით. ამ ტიპის დისკომფორტისას ადამიანი უჩივის ღრმა და ყრუ ტკივილს.
ფეთქვადი ტკივილით ორგანიზმი გვესაუბრება და ცდილობს გაგვაგებინოს, რომ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია გამომწვევი მიზეზის დასადგენად. რასაკვირველია, ყოველთვის არ საჭიროებს ექიმის ჩარევას - კლინიკას უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში თუ სიმპტომის გამომწვევია ტრავმითი დაზიანება ან ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიუხედავად დისკომფორტი არ ალაგდა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
ფეთქვადი ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
• კბილის ტკივილი;
• ტრავმა;
• ინფექცია;
• შაკიკისეული თავის ტკივილი;
• ნევრალგია.
წყარო:
https://musclemx.com/blogs/blog/throbbing-pain