დივერტიკულოზი - აი, რა შედეგამდე მიგიყვანთ არაჯანსაღი რაციონი

დივერტიკულოზი - აი, რა შედეგამდე მიგიყვანთ არაჯანსაღი რაციონი

რა არის დივერტიკულოზი?

დივერტიკულოზი გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც მსხვილ ნაწლავში ყალიბდება. ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ მსხვილი ნაწლავის ამომფენში პატარა ზომის ჩანთის, ტომრის მსგავსი წარმონაქმნები ფორმირდება.

უშუალოდ დივერტიკულოზი არ იწვევს პრობლემებს და რომ არა რუტინული გამოკვლევის დროს შემთხვევითი დიაგნოსტირება ადამიანმა არც კი იცის ამ დიაგნოზის მატარებელი რომ არის.

ბევრ პირს არასდროს აწუხებს სიმპტომი და არც რამე ტიპის გართულებას აწყდება. თუმცა ინფექციის შემთხვევაში და თუ ეს პრობლემა არ იქნება დროულად ნამკურნალებელი მნიშვნელოვნად იზრდება სეფსისისა და სისხლის დიდი რაოდენობით დანაკარგის რისკი.

დივერტიკულოზი განსაკუთრებით ხშირია დასავლურ სამყაროში, მაგალითად, აშშ-ში 50 წელს გადაცილებულთა 30%-ს, 60 წელზე მეტი ასაკის პირთა 50%-ს და 80 წელზე მეტი ასაკის ადამიანების 75%-ს დივერტიკულოზი აქვთ. დივერტიკულოზი იშვიათად რომ ჰქონდეს 40 წლამდე ასაკის ადამიანს. ეს დიაგნოზი ნაკლებადაა გავრცელებული ისეთ ქვეყნებში, სადაც სტანდარტული კვების რაციონი მცირე დოზით ან საერთოდ არ შეიცავს დამუშავებულ პროდუქტებს.

ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა თუ რომელიმე ნიშანი გამოვლინდა (მუცლის ტკივილი, სიცხე და სხვა) ესეც იმიტომ რომ ორგანიზმში ინფექციაა (დივერტიკულიტი). ზოგჯერ სიმპტომები სხვა დაავადების ერთგვარი გვერდითი მოვლენაა - ნაწლავის რომელიმე პრობლემის ფონზე დივერტიკულა უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება და სენსიტიურობის შედეგად სიმპტომებიც თვალშისაცემია.

მეცნიერები ეჭვობენ და გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ დივერტიკულოზის ძირითადი გამომწვევი მიზეზი სტანდარტული დასავლური რაციონია, რომელიც დიდი დოზით შეიცავს დამუშავებულ სახამებელს და მცირე რაოდენობით მცენარეულ ბოჭკოს. გასათვალისწინებელია გენეტიკური წინასწარგანწყობაც.

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24883-diverticulosis