რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ზედმეტი საკვების მიღების გამო ჩნდება

რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ზედმეტი საკვების მიღების გამო ჩნდება

დისკომფორტი, რომელიც ყოველთვის შეგაწუხებთ თუ ულუფას არ გააკონტროლებთ.

სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულ ჩვევად იქცა ჭამა მაშინაც კი, როდესაც უკვე დანაყრდით ან სულაც არ ხართ მშიერი. ზედმეტი საკვების მიღება სერიოზული გამოწვევაა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და სიმპტომებიც შემაწუხებელია.

წვეულებაზე, ოჯახური შეკრებისას თუ შვებულებისას რთულია მადის გაკონტროლება და განსაკუთრებით მაშინ, როცა თვალწინ მრავალფეროვანი ტკბილეული ან სასმელია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზედმეტი საკვების მიღების ჩვევა არ შემოიფარგლება მხოლოდ ღონისძიებებით და შეიძლება ყოველდღიურ რუტინად იქცეს, რაც აუცილებლად გახდება სიმსუქნისა (სიმსუქნე მხოლოდ ვიზუალური პრობლემა არ არის და არაერთი დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება) და კვებითი აშლილობის მიზეზი.

ზედმეტი საკვების მიღების სურვილი ბიოლოგიურია და სტრესის დროს გაცილებით მეტად აქტიურდება, რადგან კორტიზოლის (ჰორმონი თავისუფლდება სტრესის ფონზე) დოზის აწევისას საკვების მოთხოვნილებაც იზრდება. შეგიმჩნევიათ, რომ მოწყენილობისას ან ნერვიულობისას მაცივარში ეძებთ შაქრიან, ცხიმიან თუ მარილიან საკვებს? ეს ყველაფერი ჰორმონ კორტიზოლის დამსახურებაა.

გასათვალისწინებელია გარემო ფაქტორებიც, მაგალითად, თუ რას აკეთებთ ჭამის დროს, რომელ საათზე სადილობთ, რა არის თქვენი რაციონი ან რამდენად სწრაფად იკვებებით.

ზედმეტი ჭამეთ თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:

  • მჟავა რეფლუქსი;
  • შებერილობა;
  • აირები;
  • გულძმარვა;
  • გულისრევა;
  • მუცლის ტკივილი;
  • დაღლილობა.

დისკომფორტი ალაგდება რამდენიმე საათში - სიმპტომების შესამსუბუქებლად დალიეთ წყალი და იმოძრავეთ. თუ რამდენიმე საათის შემდეგაც კი შვებას ვერ იგრძნობთ და ტკივილი გამწვავდება, სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას.

 

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24680-overeating