ეს შეგრძნება ბევრი ადამიანისთვისაა ნაცნობი, გავრცელებული ჩივილია.
ზოგიერთ შემთხვევაში საყლაპავ მილში მართლაც არ არის საკვები ან სხვა რამე უცხო სხეული, თუმცა ისე შეიგრძნობა თითქოს იყოს. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ ხომ არ გაიჭედა საკვები ან რომელიმე უცხო სხეული საყლაპავ მილში - თუ ყელი სუფთაა და ეს შეგრძნება არ შემსუბუქდა კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, რადგან აუცილებელია დადგინდეს გამომწვევი მიზეზი.
ზოგიერთ ადამიანს ყელში უცხო სხეულის შეგრძნებასთან ერთად ტკივილიც აწუხებს.
დახრჩობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს შემდეგი შემთხვევების დროს:
- გიჭირთ საუბარი ან სუნთქვა;
- ხველა;
- გულის წასვლა, გონების დაკარგვა;
- პანიკა, დაბნეულობა;
- კანის, ფრჩხილების, ტუჩების გალურჯება ან ნაცრისფერი შეფერილობა;
- შეშინებული ადამიანი ხელით ეჭიდება ყელს.
ყელში უცხო სხეულის შეგრძნება შესაძლოა გქონდეთ შემდეგი მიზეზების გამო:
- ყლაპვის დარღვევა;
- გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება;
- ფარინგეალური გლობუსი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
- ნერვის დაზიანება;
- ანთება;
- ხერხემლის პრობლემები.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/feeling-of-something-stuck-in-throat-7561332