ხმაურის შეგრძნება სახსრის მოძრაობის დროს.
კრეპიტაცია არის ერთგვარი ხმაური (აღიქმება როგორც ტკაცუნი, ჭრიალი, ჭრაჭუნი, ხრაშუნი) სახსრის მოძრაობის დროს. სახსრის კრეპიტაცია შესაძლოა შეამჩნიოს ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, თუმცა განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებში.
გამომწვევი მიზეზის დადგენა აუცილებელია მაშინ თუ კრეპიტაციას თან ერთვის ტკივილი ან დისკომფორტი.
ეს შეგრძნება შესაძლოა გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ არეში, თუმცა გაცილებით ხშირია:
- მუხლში;
- ხელებში;
- ტერფებში;
- თეძოში;
- მხარში.
გამომწვევი მიზეზებია:
- სახსარში ჰაერის ბუშტები დაგროვდა;
- ძვლების ხახუნი;
- მყესის ან იოგების ტკაცუნი.
კრეპიტაცია შემდეგი მდგომარეობების სიმპტომია:
- ოსტეოართრიტი;
- ტრავმა;
- ტენდინიტი;
- ბეიკერის კისტა;
- რევმატოიდული ართრიტი;
- პოდაგრა;
- ფსორიაზული ართრიტი.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სპეციფიკური მკურნალობა არ არის საჭირო და მტკივნეულ სახსარზე ქსოვილში გახვეული ყინულის დადება თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღება სრულიად საკმარისია.
თუმცა მკურნალობა მოწოდებულია მაშინ, როდესაც სხვა მწვავე სიმპტომების გამო მნიშვნელოვნად დაქვეითდა პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი.
მწვავე კლინიკური შემთხვევების მართვა შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო ღონისძიებებით:
- სტეროიდული ინექცია;
- ართროსკოპია;
- სახსრის ჩანაცვლება.
წყარო: