ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 4 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
მსოფლიოში კორონავირუსით 6 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 129 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 842 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 4 153 ადამიანი და დაიღუპა 69, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 73 369 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 242 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 529 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 277 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 758 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 911 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 12 977 და დაიღუპა 333 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 495 და დაიღუპა 10.
წყარო: