რა არის რევმატიული ცხელება?
რევმატიული ცხელება ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ანთებითი ხდება პაციენტის ქსოვილები, კერძოდ, სახსრები და გული.
რევმატიული ცხელება ჩნდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა ზედმეტად მწვავედ რეაგირებს არანამკურნალებელ სტრეპტოკოკულ ფარინგიტსა თუ ქუნთრუშას ინფექციაზე. როდესაც ამ ინფექციების მკურნალობა არ ხდება იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს ესხმის თავს, რაც იწვევს შეშუპებასა და ანთებით პროცესს, ზიანდება სახსრები, სისხლძარღვები, გული.
რევმატიული ცხელების გავრცელებული სიმპტომი გამონაყარია.
დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- სახსრების შეშუპება, სიწითლე;
- ქორეა (კიდურების უნებლიე კანკალი);
- პატარა ზომის კვანძები კანქვეშ;
- გულმკერდის ტკივილი ან პათოლოგიური გულისცემა;
- საერთო სისუსტე და დაღლილობა;
- სიცხე;
- კუნთების ტკივილი;
- შეშუპებული, შეწითლებული ნუშურა ჯირკვლები;
- თავის ტკივილი.
რევმატიული ცხელება შეიძლება გამოუვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია 5-დან 15 წლამდე ასაკის პირებში.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/16616-rheumatic-fever