ინვაზიური კანდიდოზი - რა სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც სოკო სისხლის მიმოქცევის სისტემაში იჭრება?

ინვაზიური კანდიდოზი - რა სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც სოკო სისხლის მიმოქცევის სისტემაში იჭრება?

რა არის ინვაზიური კანდიდოზი?

ინვაზიური კანდიდოზი სერიოზული სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც კანდიდა იწვევს. ამ დროს სოკო იჭრება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ვრცელდება სხვადასხვა ორგანოში, კერძოდ, თვალში, გულში, ტვინში, თირკმელებში. აუცილებელია დროული მკურნალობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში გართულებებია მოსალოდნელი.

რისკ-ჯგუფში იმყოფებიან:

  • პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ ოპერაცია მუცლის ღრუში;
  • პაციენტები, რომლებიც დიდი ხანია ჰოსპიტალიზირებულები არიან;
  • დღენაკლული ახალშობილები;
  • ვისაც უყენია ცენტრალური ვენური კათეტერი;
  • ანამნეზში სუსტი იმუნიტეტი.

სიმპტომების ამოცნობა რთულია, რადგან პაციენტები უკვე დაავადებულები არიან (ანამნეზში რომელიმე მდგომარეობა) ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში იმყოფებიან. თუმცა სიმპტომები ძალიან ჰგავს ბაქტერიული ინფექციის ნიშნებს.

ინვაზიური კანდიდოზის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი:

  • მუცლის ტკივილი;
  • კანკალი ან სიცხე;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • კუნთების ტკივილი;
  • გამონაყარი;
  • სისუსტე და დაღლილობა.

უშუალოდ ინვაზიური კანდიდოზი არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, თუმცა სოკოს გადაცემა პიროვნებიდან პიროვნებაზე თუ ზედაპირიდან, შესაძლებელია.

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობისთვის აუცილებელია პაციენტი მოთავსდეს კლინიკაში - სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტის შეყვანა ხდება ინექციით, პირდაპირ სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

წყარო:       

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22308-invasive-candidiasis