ლეიკოპენია სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობაა.
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ნორმაზე დაბალია, შესაბამისად, ინფექციების გამოვლენის რისკის ქვეშ იმყოფებით.
როგორც მედიკოსები განმარტავენ, ლეიკოპენიის თავიდან არიდება არ შეგიძლიათ, თუმცა რიგი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ინფექციებსაც მოერიდებით და რისკიც მნიშვნელოვნად შემცირდება.
კერძოდ, რეკომენდებულია:
- ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით;
- ჩაიტარეთ ყველა საჭირო ვაქცინაცია;
- მოერიდეთ გაციებულ ადამიანებს;
- ნაკლები დრო გაატარეთ სივრცეში, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია;
- ყველაზე უმნიშვნელო ჭრილობაც კი უნდა დაიმუშაოთ;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ კანის მთლიანობის დარღვევას, თუნდაც ნაკაწრებს;
- ყურადღება უნდა მიაქციოთ საკვების დამუშავებას - ხილისა და ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა სავალდებულოა;
- ნუ გამოიყენებთ სხვის პირად ნივთებს;
- ბაღში მუშაობისას ყოველთვის გაიკეთეთ ხელთათმანი;
- მოერიდეთ ტბებს, მდინარეებს, გუბურებს;
- თუ ექიმმა დაგინიშნათ ინფექციის საპრევენციო მედიკამენტი, წამალი მიიღეთ მითითების შესაბამისად.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17706-low-white-blood-cell-count