კურდღლის ტუჩი

კურდღლის ტუჩი

რას ნიშნავს კურდღლის ტუჩი ან სასის ნაპრალი?

კურდღლის ტუჩი და სასის ნაპრალი არის დაშორება ზედა ტუჩსა და პირს შორის, რომელიც ნაყოფის განვითარების ეტაპზე ყალიბდება. მკურნალობისთვის აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, მეტყველების თერაპია და დენტალური პროცედურები.

ორსულობისას ტუჩი ფორმირდება 4-დან 7 კვირამდე ვადაში. სახის ორივე მხრიდან ქსოვილები ერთდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ტუჩი და პირის ღრუ ჩამოყალიბდეს. კურდღლის ტუჩის შემთხვევაში სწორედ ეს ქსოვილები არ ერთდება სრულყოფილად. ორსულობისას სასა ფორმირდება 6-დან 9 კვირამდე ვადაში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კურდღლის ტუჩისა თუ სასის ნაპრალის გამომწვევი მიზეზი უცნობია, შესაბამისად, საპრევენციო ღონისძიებების გატარება შეუძლებელი. ბევრი მეცნიერის აზრით, ამ თანდაყოლილი მდგომარეობების მიზეზია როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები. დიდი შანსია ახალშობილს სასის ნაპრალი ჰქონდეს თუ რომელიმე მშობელს, დას, ძმას ან სხვა ნათესავს ეს დიაგნოზი აქვს. კურდღლის ტუჩის რისკი მოსალოდნელია მაშინაც თუ ორსული გარკვეულ მედიკამენტს იღებს.

გაითვალისწინეთ, სასის ნაპრალის გამო პატარა ადამიანს შეიძლება შეექმნას კვებასთან დაკავშირებული პრობლემები (ძუძუთი წოვისა თუ ბოთლით საკვების მიღების დროს). მათ ასევე ხშირად აქვთ სითხე შუა ყურში და კბილის პრობლემები.

ძვირფასო მშობლებო, თანამედროვე მედიცინის მიღწევებით ყველა ამ საკითხის მოგვარებაა შესაძლებელი - პედიატრი დაგაკვალიანებთ თუ რა ვადაზეა ეფექტური პლასტიკური ოპერაცია და ასევე საჭიროა თუ არა სხვა პროფილის ექიმის ჩართვა.

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/10947-cleft-lip-cleft-palate