რა არის მასტოიდიტი?
მასტოიდიტი არის დვრილისებრი წანაზარდის, ყურის უკან მდებარე ძვლის ბაქტერიული ინფექცია.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ამ დიაგნოზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს შუა ყურის ინფექცია. მკურნალობისთვის მოწოდებულია ანტიბიოტიკოთერაპია - გაცილებით მწვავე შემთხვევის დროს აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
წლების წინ მასტოიდიტი საშიშ და სერიოზულ დაავადებად ითვლებოდა, თუმცა დღეს, ანტიბიოტიკებისა და ვაქცინაციის დამსახურებით, იშვიათ პათოლოგიად იქცა.
მასტოიდიტის ორი ფორმა არსებობს, კერძოდ:
- ქრონიკული - გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში და ხელახლა ჩნდება ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულების შემდეგ;
- მწვავე - მკურნალობის კურსს ერთ თვეში ექვემდებარება და ხელახლა აღარ ჩნდება.
მასტოიდიტით შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა გაცილებით ხშირია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მასტოიდიტის სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება შუა ყურის ინფექციის გამოვლენიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. დამახასიათებელია ფეთქვადი ტკივილი, რომელიც არ ყუჩდება.
მასტოიდიტი ასევე იწვევს შემდეგ სიმპტომებს:
- ყურის უკან მდებარე ძვლის კანი შეშუპებული და შეწითლებულია;
- ყურის უკან შეხება იწვევს ტკივილს;
- სიცხე;
- ყურიდან ჩირქიანი გამონადენი ან სქელი სითხე;
- სმენის დაქვეითება;
- გაღიზიანება;
- მოდუნება;
- პაციენტი ხშირად ეხება ყურს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24469-mastoiditis