რა არის ოტიტი გამონადენით?
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ბავშვის შუა ყურში სითხეა დაგროვილი. ძირითადი სიმპტომი სმენის დროებითი დაქვეითებაა.
ხშირად ჩნდება ყურის ინფექციის ფონზე, თუმცა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სასმენი მილის დახშობაც.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ოტიტი გამონადენით იკურნება ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თუმცა მწვავე პროცესის დროს აუცილებელია ქირურგიული პროცედურა.
ეს დიაგნოზი განსაკუთრებით გავრცელებულია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა არც ზრდასრულები არიან დაზღვეულები.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ქცევის ცვლილება;
- ძილიანობა;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- მარტო თამაშის სურვილი;
- არ რეაგირებს სახელზე, დაძახებაზე;
- არ ესმის რას ეუბნებით და გთხოვთ რომ გაიმეოროთ;
- ტელევიზორის ხმამაღლა ჩართვას ითხოვს;
- ხმამაღლა საუბრობს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23523-glue-ear