გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები.
საუბარია სისხლდენაზე, რომელიც მომდინარეობს საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ორგანოდან (ან ორგანოებიდან).
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რამდენიმე ტიპი არსებობს:
- მწვავე - სისხლდენა ძლიერია და უეცრად ჩნდება;
- ქრონიკული - სისხლი პერიოდულად მოედინება და შემდეგ ალაგდება;
- ფარული - სისხლდენა დასტურდება ლაბორატორიული ტესტირებით;
- ღია - პაციენტი თავადვე ამჩნევს სისხლს განავალში ან ამორწყევისას;
- ბუნდოვანი - სტანდარტული ენდოსკოპიური კვლევის მიუხედავად კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის წყარო ვერ დგინდება.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- კრონის დაავადება;
- ეზოფაგიტი;
- გასტრიტი;
- ქრონიკული მჟავა რეფლუქსი;
- ღვიძლის კიბო;
- პანკრეასის კიბო;
- პეპტიკური წყლული;
- კუჭის კიბო;
- ანალური ნაპრალები;
- მსხვილი ნაწლავის პოლიპები;
- კოლორექტალური კიბო;
- დივერტიკულიტი და დივერტიკულოზი;
- ბუასილი;
- წყლულოვანი კოლიტი და სხვა.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- მუცლის სპაზმი;
- მუქი ფერის განავალი ან სტანდარტული ფერის განავალი სისხლით;
- ფერმკრთალი კანი;
- სუნთქვის უკმარისობა;
- დაღლილობა;
- ამოარწყიეთ სისხლი ან ნარწყევში ერთგვარი ყავის მარცვლების მსგავსი ნივთიერებებია;
- საერთო სისუსტე.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
- გიჭირთ მოშარდვა;
- აჩქარებული პულსი;
- შოკი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23391-gastrointestinal-gi-bleeding