სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან

გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები.

საუბარია სისხლდენაზე, რომელიც მომდინარეობს საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ორგანოდან (ან ორგანოებიდან).

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რამდენიმე ტიპი არსებობს:

  • მწვავე - სისხლდენა ძლიერია და უეცრად ჩნდება;
  • ქრონიკული - სისხლი პერიოდულად მოედინება და შემდეგ ალაგდება;
  • ფარული - სისხლდენა დასტურდება ლაბორატორიული ტესტირებით;
  • ღია - პაციენტი თავადვე ამჩნევს სისხლს განავალში ან ამორწყევისას;
  • ბუნდოვანი - სტანდარტული ენდოსკოპიური კვლევის მიუხედავად კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის წყარო ვერ დგინდება.

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • კრონის დაავადება;
  • ეზოფაგიტი;
  • გასტრიტი;
  • ქრონიკული მჟავა რეფლუქსი;
  • ღვიძლის კიბო;
  • პანკრეასის კიბო;
  • პეპტიკური წყლული;
  • კუჭის კიბო;
  • ანალური ნაპრალები;
  • მსხვილი ნაწლავის პოლიპები;
  • კოლორექტალური კიბო;
  • დივერტიკულიტი და დივერტიკულოზი;
  • ბუასილი;
  • წყლულოვანი კოლიტი და სხვა.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • მუცლის სპაზმი;
  • მუქი ფერის განავალი ან სტანდარტული ფერის განავალი სისხლით;
  • ფერმკრთალი კანი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • დაღლილობა;
  • ამოარწყიეთ სისხლი ან ნარწყევში ერთგვარი ყავის მარცვლების მსგავსი ნივთიერებებია;
  • საერთო სისუსტე.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:

  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
  • გიჭირთ მოშარდვა;
  • აჩქარებული პულსი;
  • შოკი.

 

 

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23391-gastrointestinal-gi-bleeding