ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა

ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა

რა არის ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა?

ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმი წინასწარგანწყობილია სისხლის შედედებისკენ, თრომბების წარმოქმნისკენ.

იგი შეიძლება იყოს მემკვიდრული ან შეძენილი.

თავისთავად, ნორმალურ მდგომარეობაში სისხლის შედედება კარგია და ეს არის ეფექტური ხერხი იმისთვის, რომ ორგანიზმმა ძალა აღიდგინოს, განიკურნოს ტრავმული დაზიანებით მიღებული ჭრილობებისგან. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც თრომბის წარმოქმნა მიმდინარეობს სისხლძარღვებში.

სისხლი დედდება სისხლძარღვების, კოაგულაციური ფაქტორისა და თრომბოციტების ურთიერთქმედებით.

პირველადი ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობის მიზეზია მემკვიდრული შედედების დარღვევა, ანუ დეფექტია ბუნებრივ ანტიკოაგულანტურ მექანიზმში.

მეორეული ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობის მიზეზია შეძენილი ფაქტორები ან პათოლოგიები. მაგალითად, თრომბოზის რისკი შესაძლოა მაღალი იყოს კიბოს, თამბაქოს, ორსულობის, ტრავმისა თუ ქირურგიული ოპერაციის, ანთებითი და ავტოიმუნური დაავადებების, ხანგრძლივი იმობილიზაციის გამო. ზოგჯერ დამნაშავეა ზოგიერთი მედიკამენტი (წამლის გვერდითი ეფექტი).

მწვავე თრომბოემბოლიური პროცესის მართვა შესაძლებელია ანტიკოაგულანტური თერაპიით.

მწვავე კლინიკურ შემთხვევებში საჭიროა თრომბის მოცილება ქირურგიული გზით.

 

 

 

წყარო: 

https://www.osmosis.org/answers/hypercoagulable-state