რა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ნაღვლის მარილი?
ნაღვლის მჟავა მარილი ნაღვლის ძირითადი კომპონენტია. მჟავა მარილი ორგანიზმს ცხიმის მონელებაში ეხმარება, ასევე ხელს უწყობს ისეთი აუცილებელი ვიტამინების შეწოვას როგორიცაა: A, D, E და K.
ნაღველი და ნაღვლის მჟავა მარილები ღვიძლში წარმოიქმნება და ყოველ კვებას შორის ნაღვლის ბუშტში ინახება. მარილთან ერთად ნაღველი დამატებით შეიცავს ქოლესტეროლს, წყალს, მჟავას და პიგმენტ ბილირუბინს.
ნაღვლისა და ნაღვლის მარილების ფუნქციაა:
- საჭმლის მონელების ხელშეწყობა, ცხიმის დაშლა;
- ვიტამინების შეთვისება;
- ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტების გამოდევნა.
სადილობის შემდეგ ცხიმი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში რჩება - ამ დროს ჰორმონები სიგნალს გზავნის ნაღვლის ბუშტში და ამ ორგანოს ნაღველის წარმოქმნისკენ მოუწოდებს. როდესაც ორგანიზმში ნაღვლის მჟავა მარილების დონე დაბალია ტოქსინების წარმოქმნის რისკი იზრდება.
როდესაც ადამიანი ნაღვლის ბუშტის ამოღების (იგულისხმება ქირურგიული ჩარევა) ან სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობით ნაღვლის მჟავა მარილების წარმოქმნა/შენარჩუნებას, უვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- დიარეა;
- ნაწლავებში აირების დაგროვება;
- უსიამოვნო სუნის გაზები;
- კუჭის სპაზმი;
- ცვალებადი ნაწლავის მოქმედება;
- წონის კლება;
- უჩვეულო ფერის განავალი.
წყარო:
https://www.healthline.com/health/bile-salts