სტრეპტოკოკული ფარინგიტი

სტრეპტოკოკული ფარინგიტი

რა არის სტრეპტოკოკული ფარინგიტი?

ეს არის ყელისა და ნუშურა ჯირკვლის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკური ჯგუფის ბაქტერიის მიერ. ინფექციის ფონზე ვლინდება მწვავე ანთებითი პროცესი და ტკივილი ყელის არეში.

მკურნალობისთვის მოწოდებულია შესაბამისი ანტიბიოტიკები. სტრეპტოკოკული ფარინგიტი იშვიათად იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებას როგორიცაა რევმატიული ცხელება. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში ინფექცია იკურნება 7-დან 10 დღის ვადაში.

სტრეპტოკოკული ფარინგიტი განსაკუთრებით ხშირია სკოლის ასაკის ბავშვებში (5-დან 15 წლამდე მოსწავლეები). თავისთავად, დაავადება მარტივად გადადის ინფიცირებული ბავშვის დედმამიშვილებზე, მშობლებზე, მასწავლებლებსა და იმ პირებზე, რომელთაც მასთან პირდაპირი კონტაქტი აქვთ.

სტრეპტოკოკული ინფექციის ადრეული სიმპტომი ყელის ტკივილია, რომელიც მოულოდნელად იწყება. ასევე შეიძლება უეცრად გამოგივლინდეთ სიცხე - მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია ინფექციის მეორე დღეს.

სხვა სიმპტომებია:

  • კანკალი;
  • თავის ტკივილი;
  • უმადობა;
  • მუცლის ტკივილი;
  • გულისრევა და ღებინება.

ერთადერთი სიმპტომი, რომელიც ამ ტიპის ინფექციას არ ახასიათებს, ხველებაა. თუ გაქვთ ხველა და გაციებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ამ შემთხვევაში თქვენი დიაგნოზია ვირუსული ინფექცია და არა სტრეპტოკოკული.

სტრეპტოკოკული ფარინგიტი ძალიან გადამდებია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადამიანს არ უვლინდება სიმპტომები ან არ გამოიყურება როგორც ინფიცირებული - ამის მიუხედავად პაციენტი გადამდებია.

ინფექციის გადაცემის გზაა რესპირატორული წვეთები და პირდაპირი კონტაქტი.

 

 

 

წყარო:     

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4602-strep-throat